განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, კახაბერ ერაძე და ცენტრის ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლები ავტორიზაციის პროცესში მყოფი 300-ზე მეტი საჯარო სკოლის ხელმძღვანელებს შეხვდნენ და ავტორიზაციის პროცესის მიმდინარეობის თაობაზე მათი უკუკავშირი მოისმინეს.
პროცესი გეგმაზომიერად მიმდინარეობს. ექსპერტები პროფესიონალურად უძღვებიან ვიზიტებს.
სკოლების დირექტორების განცხადებით ავტორიზაციის დაწყება დროული და საჭირო იყო, რამაც მათ გუნდს მისცა შესაძლებლობა ახალი სტანდარტების შუქზე სკოლის, როგორც საგანმანათლებლო ინსტიტუციის ყველა პროცესი ერთიანად შეეფასებინათ და ზუსტად იციან თუ რა მიმართულებით აქვთ სამუშაო სკოლის შემდგომი განვითარებისათვის. ამ საქმეში ავტორიზაციის ექსპერტების როლი სრულად მხარდამჭერია.
სკოლები ავტორიზაციის პროცესში სრულ მხარდაჭერას იღებენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების რეფორმის პროგრამის, ასევე ცენტრის საკონსულტაციო სერვისების სახით.
მიმდინარე წლის ბოლომდე 350-ზე მეტი საჯარო სკოლა გაივლის ავტორიზაციის პროცესს.