განცხადების ატვირთვის თარიღი: 4 აგვისტო 2023
2023 წლის 11 აგვისტო, 14:00 საათი
დღის წესრიგი:
- შპს საქართველოს უნივერსიტეტის ,,ნაწილაკების ექსპერიმენტული ფიზიკის" სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;
- სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის "ნავთობისა და გაზის მოპოვების, ტრანსპორტირებისა და შენახვის ტექნიკის და ტექნოლოგიების" სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე წარმოდგენილი ანგარიშის განხილვა;
- სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის "ფსიქოლოგიის" საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე განხორციელებული არაგეგმური მონიტორინგის შედეგების განხილვა;
- სსიპ-საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის "სამეწარმეო ბიზნესის ორგანიზაციის და მართვის" საბაკალავრო პროგრამის არაგეგმური მონიტორინგის შედეგების განხილვა;
- სსიპ- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის "საჯარო მმართველობის" საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე საბჭოს რეკომენდაციების შესრულების თაობაზე წარმოდგენილი ანგარიშის განხილვა;
- სსიპ- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის "საჯარო მმართველობის" სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე საბჭოს რეკომენდაციების შესრულების თაობაზე წარმოდგენილი ანგარიშის განხილვა;
- სსიპ- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის "საჯარო მმართველობის" სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე საბჭოს რეკომენდაციების შესრულების თაობაზე წარმოდგენილი ანგარიშის განხილვა;
- სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის "საზოგადოებასთან ურთიერთობის" საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე განხორციელებული გეგმური მონიტორინის შედეგების განხილვა
საბჭოს სხდომის ეფექტური ორგანიზებისა და შეფასების პროცესში ჩართული მხარეებისათვის მოქნილი სამუშაო პირობების შეთავაზების მიზნით, საბჭოს სხდომა ჩატარდება ონლაინ რეჟიმში, რისთვისაც ცენტრის მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება ონლაინ ჩართვა Zoom-ის აპლიკაციის მეშვეობით. სხდომის დაწყებამდე ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება Zoom-ის ბმული, საიდანაც ყველა დაინტერესებული პირი შეძლებს, ჩაერთოს სხდომას ონლაინ რეჟიმში.
შენიშვნა: საკითხების განხილვა მიმდინარეობს თანმიმდევრობით. შესაბამისად, მხარეების გამოცხადება მიზანშეწონილია რიგითობის გათვალისწინებით
Join Zoom Meeting
https://us02web.zoom.us/j/3306294708?pwd=nULMYcu5cHFTANSznFN07pbaibNRc6.1
Meeting ID: 330 629 4708
Passcode: 51u9h3
Passcode: 747733