FAQ

უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საერთაშორისო ექსპერტებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

6 სექტემბერი 2023

განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ინიციატივით, გრძელდება ონლაინ ტრენინგების ციკლი ხელოვნების, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროების უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საერთაშორისო ექსპერტებთან.

 

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში განიხილეს ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტები და პროცედურები, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების შეფასების სპეციფიკა, ექსპერტების საქმიანობის წესი, ექსპერტთა ინტერესთა კონფლიქტებთან დაკავშირებული საკითხები და ექსპერტთა ეთიკის კოდექსი.

 

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური მსგავსი შეხვედრების ჩატარებას, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ექსპერტებისთვის მომავალშიც გეგმავს.