FAQ

პროფესიული სტუდენტის შეფასების ტრენინგი

26 აგვისტო 2014

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, 28 ივლისიდან 7 აგვისტოს ჩათვლით, ტრენინგები გაიმართა მოდულური საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავების მეთოდოლოგიურ საკითხებზე. 

 
ტრენინგის მსმენელები იყვნენ განათლებისა და  პროფესიული დარგის სპეციალისტები, რომლებიც შემდგომში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების პროცესს უხელმძღვანელებენ.
 
ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტრუქტურასა და მოდულის ჩარჩოს კომპონენტებს, დეტალურად განიხილეს მოდულის სტანდარტული ჩანაწერები (სწავლის შედეგი, შესრულების კრიტერიუმები, მტკიცებულებები) და დამხმარე ჩანაწერები (სწავლების მეთოდოლოგია, თემატიკა და საათობრივი განაწილება, შეფასების პროცედურა და ინსტრუმენტები). მონაწილეებმა შეიმუშავეს მოდულის ნიმუში და, ასევე,  შექმნეს კონკრეტული პროფესიული დარგის შეფასების ინსტრუმენტის ნიმუშები.
პროფესიული სტუდენტის შეფასების ტრენინგი