30 ივლისი 2014
25 ივლისს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამაში მონაწილე 57 ფასილიტატორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე განიხილეს 2014 წლის სამუშაო გეგმა და ის ძირითადი მიმართულებები, რომლებზეც ფასილიტატორები 2014 წლის ბოლომდე იმუშავებენ.
შესაბამისი დარგისა და განათლების ექსპერტებისგან შეიქმნა ორკაციანი სამუშაო ჯგუფები, რომელთა ფუნქციას მათი დარგობრივი მიმართულებებით პროფესიული პროგრამების შემუშავების ხელშეწყობა წარმოადგენს. შეხვედრაზე შეაჯამეს 2013 წელს განხორციელებული და მიმდინარე აქტივობები.
პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფასილიტატორები თავიანთი ტრენინგების განრიგს გაეცნენ. ტრენინგები განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში 28 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება და მათ უხელმძღვანელებენ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების კოორდინატორი თამარ ხატიაშვილი და სტუდენტთა შეფასების ინსტრუმენტების განვითარების კოორდინატორი ბელა სარია.