FAQ

ცენტრმა ტაჯიკეთის დელეგაციას უმასპინძლა

18 სექტემბერი 2023

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა , USAID ეგიდით, „ვისწავლოთ ერთად (LTA)“ ფარგლებში, საქართველოსა და ტაჯიკეთის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ სტრატეგიებს შორის მსგავსებისა და განათლების ხარისხის ინკლუზიური გზით გაუმჯობესების მიმართულებით მუშაობის გათვალისწინებით, ტაჯიკეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დელეგაციას უმასპინძლა, მინისტრის მოადგილის -  აბდულზადა ზიადულა ნაზარის ხელმძღვანელობით. 


ვიზიტის მიზანი იყო საქართველოს საგანმანათლებლო რეფორმების გამოცდილების გაზიარება, ცენტრის კომპეტენციის ფარგლებში, შემდეგი მიმართულებით:

  • სკოლამდელი და ზოგადი განათლება;
  • უმაღლესი განათლება;
  • ავტორიზაციისა და აკრედიტაციის საკითხები.


 შეხვედრის ფარგლებში ტაჯიკეთის მხარეს წარედგინა პრეზენტაცია ცენტრის ძირითადი საქმიანობის შესახებ, რის შემდეგაც შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. 


 ტაჯიკეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დელეგაციამ დადებითად შეაფასა ცენტრის საქმიანობა და ხაზი გაუსვა განათლების ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებზე ცენტრის ხანგრძლივი და მრავალფეროვანი გამოცდილების გაზიარების მნიშვნელოვნებას.


განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი მზადყოფნას გამოთქვამს ყველა დაინტერესებულ მხარეს გაუზიაროს ინფორმაცია მისი საქმიანობის შესახებ შეხვედრებისა და კონსულტაციების ფორმატში.

ცენტრმა ტაჯიკეთის დელეგაციას უმასპინძლა