FAQ

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების საყურადღებოდ!

21 სექტემბერი 2023

გაცნობებთ, რომ სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2023 წლის 14 სექტემბრის N 1154500 ბრძანებით ცვლილება განხორციელდა „პროფესიულ საგანმანათლებლო საქმიანობასთან დაკავშირებული საავტორიზაციო განაცხადის ფორმებისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტატუსის მაძიებლის თვითშეფასების ფორმის დამტკიცების შესახებ" სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2020 წლის 20 თებერვლის №221888 ბრძანებაში და განახლებული სახით ჩამოყალიბდა:

 

1. პროფესიულ სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდის შესახებ განაცხადის ფორმა;

2. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დამატების შესახებ განაცხადის ფორმა;

3. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ადგილის/ფართის ცვლილების განაცხადის ფორმა;

4. საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების ინტეგრირების უფლების მოპოვების შესახებ განაცხადის ფორმა.

 

ასევე, დამატებით დამტკიცდა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების რეავტორიზაციის/ყოველწლიური თვითშეფასების ანგარიშის ფორმა.

 

პირველადი ავტორიზაციის მიზნებისათვის, ძალაში დარჩა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტატუსის მაძიებლის თვითშეფასების ფორმა.

 

2023 წლის 14 სექტემბრის N 1154500 ბრძანების ძალაში შესვლამდე დაწყებული შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოება სრულდება ცენტრის დირექტორის 2020 წლის 20 თებერვლის №221888 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული ფორმების მიხედვით.

 

ასევე, სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2023 წლის 14 სექტემბრის N 1154523 ბრძანებით განახლებული სახით დამტკიცდა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის ფორმები:

 

1. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულების მიერ პროფესიულ სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდის, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ადგილის/ფართის ცვლილების, საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების ინტეგრირების, ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების შესახებ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის ფორმა;

2. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დამატების შესახებ ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის ფორმა;

3. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტატუსის მოპოვების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის ფორმა.

2023 წლის 14 სექტემბრის N 1154523 ბრძანების ძალაში შესვლამდე დაწყებული შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოება სრულდება ცენტრის დირექტორის 2021 წლის 24 თებერვლის №158684 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული ფორმის მიხედვით.

 

განახლებული განაცხადის ფორმები და ექსპერტთა დასკვნის ფორმები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე - https://eqe.ge/ka/page/static/477/formebi;