FAQ

ბაღების საკოორდინაციო ჯგუფთან მორიგი შეხვედრა გაიმართა

22 სექტემბერი 2023

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით ადრეული ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესის განხორციელების უზრუნველსაყოფად შექმნილი საკოორდინაციო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას წარედგინა ბაღების ავტორიზაციის სტანდარტებით გათვალისწინებული მეთოდოლოგიური დოკუმენტების პროექტები, რომლებიც დაწესებულებების მხარდაჭერის ფარგლებში ცენტრის ინიციატივით შემუშავდა.

პირველ ეტაპზე განიხილეს 4 მეთოდოლოგიური დოკუმენტი:

ავტორიზაციის პროცესის გზამკვლევი;
სტრატეგიული დაგეგმვის მეთოდოლოგია;
ბავშვთა ზღვრული რაოდენობის განსაზღვრის მეთოდოლოგია;
ოჯახთან და თემთან კომუნიკაციის მეთოდოლოგია.

საკოორდინაციო ჯგუფის წევრებმა გამოთქვეს მოსაზრებები და რეკომენდაციები შემუშავებული დოკუმენტების პროექტებთან დაკავშირებით, რაც ასახული იქნება დოკუმენტების საბოლოო ვერსიებში.

შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო ჯგუფი შექმნილია ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ბრძანებით ადრეული ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესის განხორციელების უზრუნველსაყოფად. ჯგუფის შემადგენლობაში შედიან დაინტერესებული მხარეები, ჩართული უწყებები და სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციები.

ბაღების საკოორდინაციო ჯგუფთან მორიგი შეხვედრა გაიმართა