FAQ

პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში სამუშაო შეხვედრები გაიმართა

30 ივლისი 2014

პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ეგიდით, სტუდენტთა შეფასების სახელმძღვანელოს საბოლოო ვარიანტის შესამუშავებლად დარგისა და განათლების ექსპერტებთან სამუშაო შეხვედრები გაიმართა. 

 
16-17 ივლისს პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის თანამშრომლებმა სამუშაო შეხვედრები გამართეს განათლების ექსპერტებთან: ნინო ჟვანიასთან, ნატო გაბოშვილთან და ქეთევან ბოტკოველთან. შეხვედრაზე მხარეებმა ევროკავშირის პროექტის ფარგლებში შექმნილი სახელმძღვანელოს - „სტუდენტთა შეფასების სახელმძღვანელო მოდულური, პროფესიული, საგანმანათლებლო პროგრამებისათვის“ - დახვეწაზე იმუშავეს. მომზადდა მასალა, რომელიც 19 ივლისს დაგეგმილ მორიგ სამუშაო შეხვედრაზე განსახილველად წარედგინათ დარგისა და განათლების ექსპერტებს. 
 
 
19 ივლისს შეხვედრას დაესწრნენ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის  თანამშრომლები, საერთაშორისო ფონდების ექსპერტები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები, დარგისა და განათლების ექსპერტები. ევროპის საგანმანათლებლო ფონდის (ETF) წარმომადგენელმა საქართველოში - ანი ქიტიაშვილმა წარმოადგინა იმ სახელმძღვანელოს  პრეზენტაცია, რომელიც ევროკავშირის პროექტის ფარგლებში შემუშავდა. განათლების ხარისხის ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამების სპეციალისტმა ნანი დალაქიშვილმა წარმოადგინა პრეზენტაცია - „პროფესიული განათლების სისტემაში არსებული მდგომარეობა და პრობლემები“. სახელმძღვანელოს - „სტუდენტთა შეფასების სახელმძღვანელო მოდულური, პროფესიული, საგანმანათლებლო პროგრამებისათვის“ - სარედაქციო ჯგუფმა განათლებისა და პროფესიული დარგების ექსპერტებს მისი რედაქტირებული ვერსია  გააცნო. სახელმძღვანელოს ტექსტი შეივსო ექსპერტთა მიერ გამოთქმული მნიშვნელოვანი მოსაზრებებით. ექსპერტები სახელმძღვანელოში გამოსაყენებელ ტერმინებზე შეთანხმდნენ. შეხვედრის ბოლოს განისაზღვრა სამუშაოთა მომავალი განრიგი.