FAQ

კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

4 ოქტომბერი 2023

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე კახაბერ ერაძე და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლები, ონლაინ რეჟიმში, კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს შეხვდნენ. 


შეხვედრის მიზანი იყო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ, რეფორმის ფარგლებში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის პროცედურებთან და ეროვნულ სასწავლო გეგმასთან დაკავშირებით განხორციელებული ცვლილებების შესახებ კერძო სკოლების წარმომადგენლებისათვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება.


შეხვედრის ფარგლებში, დაწესებულებების წარმომადგენლებს მიეცათ კითხვების  დასმის შესაძლებლობა მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. 


მომავალში, ცვლილებების ეფექტიანად დანერგვის და დაწესებულებათა კონსულტირების უზრუნველყოფის მიზნით ეფექტური სისტემა ამოქმედდება, რის შესახებაც დაინტერესებული მხარეებისათვის მალევე გახდება ცნობილი.

კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან  სამუშაო შეხვედრა გაიმართა