FAQ

სპეციალური განათლების (მასწავლებლის განათლება) უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს სხდომა

10 ოქტომბერი 2023

მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით, ელექტრონული პლატფორმა Zoom-ის გამოყენებით გაიმართა სპეციალური განათლების (მასწავლებლის განათლება) უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს სხდომა.

საბჭომ იმსჯელა სპეციალური განათლების (მასწავლებლის განათლება) სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დარგობრივი მახასიათებლის პროექტთან დაკავშირებით.