FAQ

საქართველოს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს განვითარების ტენდენციების გაზიარება სან-მარინოს უმაღლესი განათლების კვალიფიკაციების განვითარებაზე პასუხიმგებელი სახელმწიფო ინსტიტუციებისთვის

9 ოქტომბერი 2023

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის თანამშრომლებმა, მონაწილეობა მიიღეს დისტანციურ სამუშაო შეხვედრაში, რომლის მიზანი იყო საქართველოში არსებული კვალიფიკაციების სისტემის განვითარებასთან დაკავშირებული გამოცდილებების გაზიარება სან-მარინოს უმაღლესი განათლების სისტემის წარმომადგენლებისათვის.

შეხვედრაში ქართული მხარის ჩართვის ინიციატორი გახლდათ სან-მარინოს ბოლონიის პროცესის სამუშაო ჯგუფი, რომელიც 2021 წელს შეიქმნა.

ჯგუფის მიზანია სან-მარინოს მხარდაჭერა ბოლონიის პროცესში გაწევრიანების საკითხში. მიმწვევი მხარის მოთხოვნით, ცენტრის თანამშრომლებმა უცხოელ კოლეგებს გაუზიარეს საქართველოს განახლებული ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროს კლასიფიკატორის დანერგვის მიმართულებით განხორციელებული აქტივობები და ასევე ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩოებთან შესაბამისობის დადგენის მიმართულებით დაგეგმილი სამომავლო ნაბიჯები.

ვინაიდან საქართველო 2021 წლიდან ბოლონიის პროცესის ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს თემატურ სამუშაო ჯგუფს (TPG A on QF) თავმჯდომარეობს, შეხვედრის დროს სან-მარინოს წარმომადგენლებს მიეწოდათ ინფორმაცია აღნიშნული თემატური სამუშაო ჯგუფის მიერ ჩატარებული სამუშაოს შესახებ, რომელიც ეხება ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს თვითსერტიფიცირების მექანიზმის შესახებ რეკომენდაციების მომზადებას.

საქართველოს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს განვითარების ტენდენციების გაზიარება სან-მარინოს უმაღლესი განათლების კვალიფიკაციების განვითარებაზე პასუხიმგებელი სახელმწიფო ინსტიტუციებისთვის