FAQ

ბაღებისათვის რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში ახალი მისამართების დამატების ვადები განისაზღვრა

16 ოქტომბერი 2023

გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის დადგენილებით შევიდა ცვლილება "ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პირველადი რეგისტრაციის ელექტრონული სისტემის წარმოების წესში" (24.06.2022 N337; ცვლილება 10.10.2023 N396), რომლის თანახმადაც პირველადი რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში preschoolregistration.emis.ge უკვე რეგისტრირებულ დაწესებულებებს, გაერთიანებებს ან ინდივიდუალურ მეწარმეებს საშუალება ეძლევათ დაამატონ ახალი ფილიალები/მისამართები, რომლებმაც ფუნქციონირება დაიწყეს 2023 წლიდან.

დაწესებულებები განახლებული მონაცემების ასახვას შეძლებენ 2023 წლის 16 ოქტომბრიდან 2023 წლის 30 ოქტომბრის ჩათვლით შემდეგ ბმულზე

 https://preschoolregistration.emis.ge.

განახლებული მონაცემების ასახვა მნიშვნელოვანია, რადგან აღნიშნული წარმოადგენს ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიმართულებით საქმიანობის განხორციელების სამართლებრივ საფუძველს. 

ბრძანება

ბაღებისათვის რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში ახალი მისამართების დამატების ვადები განისაზღვრა