განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, იურიდიული სამსახურის უფროსი ქეთევან კობახიძე, Erasmus+-ის გრანტით დაფინანსებული პროექტის - „საქართველოს უმაღლეს განათლებაში დუალური განათლების განხორციელების შესაძლებლობების გაძლიერება“ (DUGEOR) ფარგლებში, სასწავლო ვიზიტით გერმანიაში იმყოფებოდა.
პროექტის ძირითადი მიზანია უმაღლესი განათლების სისტემის მოდერნიზების მიზნით დუალური განათლების მოდელის (DUGEOR ) შემუშავებისა და დანერგვის მხარდაჭერა.
მათ შორის, პროექტი ითვალისწინებს დუალური სწავლების კუთხით უცხო ქვეყნების საუკეთესო გამოცდილების შესწავლას.
პირველ სამუშაო ვიზიტს მასპინძლობდა FH Joanneum - ის გამოყენებითი მეცნიერებათა უნივერსიტეტი ავსტრიის ქალაქ გრაცში, ხოლო მიმდინარე ვიზიტი განხორციელდა გერმანიის ბადენ-ვიურტემბერგის დუალური სწავლების სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰეილბრონსა და შტუტგარტში, რომელსაც გააჩნია მრავალწლიანი წარმატებული გამოცდილება დუალური სწავლების კუთხით და გამოდგება სანიმუშოდ სხვა ქვეყნებისათვის.
სხვადასხვა სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, ვიზიტის მონაწილეებს, მასპინძელი უნივერსიტეტის შესაბამისი პროგრამის ხელმძღვანელებმა გააცნეს დუალური სწავლების პროგრამების შინაარსი და სტრუქტურა, სწავლის შედეგები, რომელზეც სტუდენტი გადის
პროგრამის დასრულების შედეგად. ასევე, ცალკეული საგნების სილაბუსები, რომელიც სანიმუშოდ შეიძლება იყოს გამოყენებული ჩვენს მიერ სილაბუსის მოდელის შემუშავებისას.
გაიმართა დუალური პროგრამის სტუდენტებთან სამუშაო შეხვედრა, სადაც სტუდენტებმა
წარმოადგინეს პრეზენტაცია იმ პროგრამების შესახებ, სადაც ისინი სწავლობენ და ისაუბრეს დუალური სწავლების უპირატესობაზე პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებისა და შემდგომი დასაქმების პერსპექტივების კუთხით.
შტუტგარტის უნივერსიტეტში ორგანიზებული მცირე ტურის ფარგლებში სამუშაო ვიზიტის მონაწილეებს საშუალება მიეცათ დაეთვალიერებინათ საუკეთესო ტექნიკით აღჭურვილი
ლაბორატოერიები.
სამუშაო შეხვედრები ასევე მოიცავდა დუალური სწავლების სფეროში ჩართულ კომპანიებში
( პარტნიორი კომპანიები) ვიზიტს. მონაწილეებმა მოინახულეს ღვინის მწარმოებელი მცირე საოჯახო კომპანია და ასევე გერმანიის სიდიდით მე-ს ლოჯისტიკური კომპანია და გაეცნენ საწარმოო პროცესს, რომელშიც ჩართულები არიან დუალური სწავლების სტუდენტები, შესაბამისი უფლებამოსილი პირის ზედამხედველობით.
სასწავლო ვიზიტში, ცენტრის გარდა, მონაწილეობა მიიღეს საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს 5 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების, პროექტში ჩართული ქართული კომპანიებისა და ავსტრიის და სერბეთის უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა.