FAQ

პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტების წლიური კონფერენცია გაიმართა

30 ოქტომბერი 2023

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით, პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტების წლიური კონფერენცია გაიმართა.


კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ მახარაშვილი და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე კახაბერ ერაძე. მათ, ხაზი გაუსვეს ესპერტთა კორპუსის მნიშვნელოვან როლს პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის განვითარებაში და წარმატებები უსურვეს  მომავალ საქმიანობაში.


კონფერენციის ფარგლებში  გაზიარებული იქნა პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტების პროფესიულ განვითარების ახალი მიდგომები, ინოვაციური მეთოდები და საუკეთესო გამოცდილება. ასევე, ყურადღება გამახვილდა მიმდინარე აქტიურ საკითხებზე.


კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, განათლების ხარისხის განვითარების  ეროვნული ცენტრისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებმა. ასევე,  პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრებმა, ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტებმა და სხვა დაინტერესებულმა პირებმა.

პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტების წლიური კონფერენცია გაიმართა