FAQ

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომა

განცხადების ატვირთვის თარიღი: 1 ნოემბერი 2023

2023 წლის 9 ნოემბერი,  14:00 საათი.

 

დღის წესრიგი: 

  1. სსიპ - გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ავტორიზაციის პროცესის ფარგლებში მიღებული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე წარმოდგენილი ანგარიშის შედეგების განხილვა;

  2. ა(ა)იპ ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის "სამოქალაქო ინჟინერიის მენეჯმენტის" ინგლისურენოვან საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორთან შესაბამისობის დადგენის მიზნით განხორციელებული არაგეგმიური მონიტორინგის შედეგების განხილვა; 
  3. ა(ა)იპ ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის "ინფორმაციის და კომუნიკაციის ტექნოლოგიების" ინგლისურენოვან საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორთან შესაბამისობის დადგენის მიზნით განხორციელებული არაგეგმიური მონიტორინგის შედეგების განხილვა;
  4. სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის მიერ ავტორიზაციის პროცესის ფარგლებში მიღებული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე წარმოდგენილი ანგარიშის შედეგების განხილვა.

 

საბჭოს სხდომის ეფექტური ორგანიზებისა და შეფასების პროცესში ჩართული მხარეებისათვის მოქნილი სამუშაო პირობების შეთავაზების მიზნით, საბჭოს სხდომა ჩატარდება ონლაინ რეჟიმში, რისთვისაც ცენტრის მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება ონლაინ ჩართვა Zoom-ის აპლიკაციის მეშვეობით. სხდომის დაწყებამდე ცენტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება Zoom-ის ბმული, საიდანაც ყველა დაინტერესებული პირი შეძლებს, ჩაერთოს სხდომას ონლაინ რეჟიმში.

 

https://us02web.zoom.us/j/85385207400?pwd=eEdzSjZSd0FUTFRLdEFSeS9LU1B6Zz09

  შენიშვნა: საკითხების განხილვა მიმდინარეობს თანმიმდევრობით. შესაბამისად, მხარეების გამოცხადება მიზანშეწონილია რიგითობის გათვალისწინებით.