FAQ

საჯარო სკოლების ავტორიზაციის პროცესთან დაკავშირებით საკოორდინაციო ჯგუფთან შეხვედრა გაიმართა.

14 ოქტომბერი 2023

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის განახლებული სტანდარტების დანერგვასთან და საჯარო სკოლების ავტორიზაციის პროცესის წარმართვასთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო ჯგუფის მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

ჯგუფის შეხვედრაზე გაზიარებულ იქნა ავტორიზაციის მიმდინარე პროცესის შესახებ ინფორმაცია, განხორციელებული ვიზიტების ფარგლებში იდენტიფიცირებული გამოწვევები და მათზე რეაგირების გზები, ასევე მიმავალი წლის საავტორიზაციო სკოლების შერჩევის კრიტერიუმები და წინასწარი სიები.

ჯგუფმა იმსჯელა მსოფლიო ბანკის ადამიანური კაპიტალის პროექტის ფარგლებში არსებული ცალკეული ვალდებულებების შესრულების საკითხებზეც, რაზეც სხვადასხვა უწყებებს აქვთ გადანაწილებული პასუხისმგებლობა და ცენტრის ახორციელებს ამ მიმართულებით საერთო კოორდინაციას.

როგორც კახაბერ ერაძემ აღნიშნა, საჯარო სკოლების ავტორიზაციის პროცესი გეგმაზომიერად მიმდინარეობს და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას საფრთხე არ ემუქრება.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის განახლებული სტანდარტების დანერგვასთან და საჯარო სკოლების ავტორიზაციის პროცესის წარმართვასთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო ჯგუფი გასული წლიდან ფუნქციონირებს. ის სამინისტროს, ცენტრის, მანდატურის სამსახურის, ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს, მასწავლებლის სახლის, განათლების მათვის საინფორმაციო სისტემის და დონორი ორგანიზეციების წარმომადგენლებითაა დაკომპლექტებული.

საჯარო სკოლების ავტორიზაციის პროცესთან დაკავშირებით  საკოორდინაციო ჯგუფთან შეხვედრა გაიმართა.