« | მაისი 2025 | » | ||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
28 | 29 | 30 | 1 | 2 | 3 | 4 |
5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 |
12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 |
19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 |
26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 | 1 |
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
გაეროს განვითარების პროგრამის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში, საჯარო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის სტანდარტის სამუშაო ვერსიის განხილვა პროფესიულ კოლეჯ „იკაროსში“ და „ახალ ტალღაში“ გაიმართა, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილი და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე კახაბერ ერაძე ესწრებოდნენ.
სტანდარტი დაეფუძნა საერთაშორისო გამოცდილებას და საქართველოში მოქმედ ავტორიზაციის სტანდარტებს. აღსანიშნავია, რომ სასწავლებლის ლიდერის როლი კოლეჯის წარმატებაში და პროფესიული სტუდენტების წარმატებით ტრანზიციაში შრომის ბაზარზე გადამწყვეტია.
თანამედროვე პროფესიული განათლება დინამიურია და შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობას მოითხოვს. პროფესიულ კოლეჯების ხელმძღვანელებსა და ადმინსტრაციის წარმომადგენლებს ესაჭიროებათ მხარდაჭერა, რათა უპასუხონ იმ გამოწვევებს, რომელსაც პროფესიული განათლება მოითხოვს მათგან.
სტანდარტის საფუძველზე დაგეგმილია დირექტორების თვითშეფასება და იმ საჭიროებების დადგენა, რომელიც მათ სტანდარტთან მიმართებაში ექნებათ. ხოლო ამის შემდეგ შედგება პროფესიული განვითარების პროგრამები, რომელიც დაეხმარება დირექტორებს თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისად კომპეტენციების განვითარებაში.
სამუშაო შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის, უნარების სააგენტოსა და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლები.