FAQ

საჯარო მმართველობის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის შესამუშავებლად დასკვნითი შეხვედრა გაიმართა.

31 ოქტომბერი 2023

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით და USAID-ეროვნული მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, საჯარო მმართველობის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის შესამუშავებლად დასკვნითი შეხვედრა გაიმართა.

დოკუმენტის შესაფასებლად და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გასაზიარებლად, შეხვედრაში ჩართული იყო მოწვეული ექსპერტი, პოტსდამის უნივერსიტეტის ემერიტუსი, პროფესორი იოჰან ფრანცკე.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის, მენეჯმენტისა და ადმინისტრირების უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს და საჯარო მმართველობის უმაღლესი განათლების დარგობრივი სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლები.

საბჭოს წევრებმა იმსჯელეს საჯარო მმართველობის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის შინაარსზე, გაითვალისწინეს საერთაშორისო ექსპერტის რეკომენდაციები.

ფართო საზოგადოების ჩართულობით შემუშავებული საჯარო მმართველობის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი წარდგენილი იქნება საჯარო განხილვაზე.

საჯარო მმართველობის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის შესამუშავებლად დასკვნითი შეხვედრა გაიმართა.