FAQ

ბაღების ავტორიზაციის საბჭოს წევრებთან პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

2 ნოემბერი 2023

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ბაღების დიაგნოსტიკური თვითშეფასების ხელშეწყობის ქვეპროგრამის ფარგლებში, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრთა შესაძლებლობების გაძლიერებისათვის პირველი სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

 

შეხვედრის მონაწილეებს მიესალმა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე კახაბერ ერაძე, რომელმაც საბჭოს წარმატებული საქმიანობა უსურვა და ადრეული და სკოლამდელი განათლების საფეხურზე საბჭოს პასუხისმგებლობებზე და მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 

სამდღიანი შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეებმა განიხილეს ავტორიზაციის სტანდარტები, ავტორიზაციის პროცედურა, საბჭოს ფუნქციონირების და საქმიანობის მარეგულირებელი დოკუმენტები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

 

ადრეულ და სკოლამდელი განათლების საფეხურზე ავტორიზაციის საბჭო პირველად შეიქმნა და ის საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2023 წლის 19 სექტემბრის N168 ბრძანებით დამტკიცდა. ავტორიზაციის საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების სტატუსის მინიჭების შესახებ.

ბაღების ავტორიზაციის საბჭოს წევრებთან პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა