გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 1 ნოემბრიდან, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში განცხადებების მიღება შესაძლებელია მხოლოდ ე.წ. „სველი ხელმოწერით“ ან კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით.
მოქალაქემ შევსებული განცხადების ფორმა ცენტრში შესაძლებელია წარმოადგინოს ე.წ. „სველი ხელმოწერით", მატერიალური ფორმით ან შეავსოს ცენტრში ვიზიტის დროს. ასევე, შევსებული განცხადების ფორმა, ე.წ. „სველი ხელმოწერით“ გამოაგზავნოს საქართველოს ფოსტის საშუალებით.
კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა მოქალაქეს ესაჭიროება იმ შემთხვევაში თუ:
მოქალაქე მიმართავს ცენტრს ელექტრონული პორტალის my.gov.ge -ს საშუალებით;
თუ შევსებულ განცხადების ფორმას გამოაგზავნის ცენტრის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე - info.@eqe.ge - ზე.
საფუძველი - საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი და საქართველოს კანონი „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“
კვალიფიციური ხელმოწერის განსახორციელებლად საჭირო წამკითხველი მოწყობილობის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ საქართველოს იუსტიციის სახლს.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დარეკეთ ცხელ ხაზზე: 0322 200 220;
შიდა ნომერი 3599.