FAQ

სპეციალური განათლების (მასწავლებლის განათლება) უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს სხდომა გაიმართა

20 ნოემბერი 2023

17 ნოემბერს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით, ელექტრონული პლატფორმა Zoom-ის გამოყენებით გაიმართა სპეციალური განათლების (მასწავლებლის განათლება) უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს სხდომა.

 

საბჭომ იმსჯელა სპეციალური განათლების (მასწავლებლის განათლება) სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დარგობრივი მახასიათებლის პროექტთან დაკავშირებით და მიიღო გადაწყვეტილება ცენტრის ვებ-გვერდზე დოკუმენტის საჯარო განხილვისთვის განთავსებასთან დაკავშირებით.

სპეციალური განათლების (მასწავლებლის განათლება) უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს სხდომა გაიმართა