მიმდინარე წლის 20 ნოემბერს, ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა საექთნო საქმის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს სხდომა. საბჭომ იმსჯელა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ საექთნო საქმის საგანმანათლებლო პროგრამებისა და ექთანთა საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით.