FAQ

აჭარის რეგიონის ბაღების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

30 ნოემბერი 2023

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ, ბაღების დიაგნოსტიკური თვითშეფასების ხელშეწყობის ქვეპროგრამის ფარგლებში და ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ორგანიზებითა და მხარდაჭერით, აჭარის რეგიონის სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების, გაერთიანებებისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ჩატარდა ორდღიანი სამუშაო შეხვედრა თემაზე: „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სისტემის რეფორმა და ხარისხის უზრუნველყოფა“.
 
სამუშაო შეხვედრას ესწრებოდა ბათუმის მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო საბავშვო ბაღის გამგე, ბაღების გაერთიანების წარმომადგენლები და აჭარის რეგიონის მუნიციპალიტეტების - ქობულეთის, ხულოს, ხელვაჩაურის, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და ბაღების გაერთიანებების ხელმძღვანელები.
 
შეხვედრა ინტერაქტიულ და ჯგუფური მუშაობის ფორმატში წარიმართა. მონაწილეები დეტალურად გაეცნენ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სისტემის რეფორმას, ხარისხის ჩარჩოს და დაწესებულების ავტორიზაციის პროცესს, ასევე იმ მეთოდოლოგიურ დამხმარე დოკუმენტებს, რომელიც ბაღების დიაგნოსტიკური თვითშეფასების ხელშეწყობის ქვეპროგრამის ფარგლებში მომზადდა ბაღებისთვის.
 
აღნიშნული შეხვედრის ფარგლებში, სრულად დაიფარა აჭარის რეგიონის საჯარო საბავშვო ბაღები. 

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი განაგრძობს ავტორიზაციის ხელშეწყობის პროცესში ბაღების დამხმარე ტრენინგების, პროექტებისა და სხვა აქტივობების განხორციელებას.

აჭარის რეგიონის ბაღების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა