FAQ

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტების წლიური კონფერენცია გაიმართა

1 დეკემბერი 2023

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტების წლიური კონფერენცია გაიმართა.

კონფერენცია მიზნად ისახავდა განახლებული ავტორიზაციის სტანდარტებისა და პროცედურების პირობებში განხორციელებული ექსპერტთა საქმიანობის შეფასებას, გამოცდილების ურთიერთგაზიარებას, შეფასების ერთგვაროვანი პრაქტიკის დანერგვას და ამ გზით ექსპერტთა კორპუსის წევრების შესაძლებლობების გაძლიერებას.

კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

მოადგილე თამარ მახარაშვილი და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული

ცენტრის დირექტორის მოადგილე კახაბერ ერაძე. მათ ხაზი გაუსვეს ექსპერტთა კორპუსის მნიშვნელოვან როლს ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის განვითარებაში და წარმატებები უსურვეს მომავალ საქმიანობაში.

კონფერენციის ფარგლებში ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფისა და საგნობრივი ექსპერტებისთვის განხილული და გაზიარებული იქნა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესში გამოკვეთილი გამოწვევები. ასევე,

ყურადღება გამახვილდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ადმინისტრაციული წარმოებების პროცესში გამოვლენილ მთავარ ტენდენციებზე.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს,

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების წარმომადგენლებმა. ასევე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრებმა, ხარისხის უზრუნველყოფისა და საგნობრივმა ექსპერტებმა და სხვა დაინტერესებულმა პირებმა.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტების წლიური  კონფერენცია გაიმართა