FAQ

ცვლილებები ეროვნულ საკვალიფიკაციო ჩარჩოს დანართ №4-ში

19 თებერვალი 2015



საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანების „ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ მე-4 დანართს, მიმართულებების, დარგების/სპეციალობების, ქვედარგების/სპეციალიზაციებისა და პროფესიული სპეციალიზაციების ჩამონათვალის შესახებ, დაემატა შემდეგი ქვედარგები/სპეციალიზაციები - გაზმომარაგების სისტემების მშენებლობა და ექსპლუატაცია, კოდით 040617 და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის პათოლოგიათა რეაბილიტაცია, კოდით 090612 .


იხილეთ ბრძანება ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ