FAQ

უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს სხდომა

განცხადების ატვირთვის თარიღი: 13 დეკემბერი 2023

 

2023 წლის 20   დეკემბერი, 12:00 საათი   

    

დღის წესრიგი    

 

  1. ა(ა)იპ - ჯიპა - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის და შპს - პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის "გამოყენებითი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის“ ერთობლივი ინგლისურენოვანი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;  
  2. სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „სოციალური მეცნიერებების" სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;  
  3. სსიპ - თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის "მუსიკოლოგიის" საბაკალავრო, "მუსიკოლოგიის" სამაგისტრო, "მუსიკოლოგიური კვლევების" სადოქტორო, "კომპოზიციის" საბაკალავრო, "კომპოზიციის" სამაგისტრო, "კომპოზიციის" სადოქტორო, "მუსიკის ტექნოლოგიის" საბაკალავრო და "მუსიკის ტექნოლოგიის" სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერის აკრედიტაციის საკითხის განხილვა; 
  4. სსიპ - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის "გამოყენებითი მათემატიკის" სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე წარმოდგენლი რეკომენდაციების შესრულების თაობაზე ანგარიშის განხილვა 

 

 

 

საბჭოს სხდომის ეფექტური ორგანიზებისა და შეფასების პროცესში ჩართული მხარეებისათვის მოქნილი სამუშაო პირობების შეთავაზების მიზნით, საბჭოს სხდომა ჩატარდება ონლაინ რეჟიმში, რისთვისაც ცენტრის მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება ონლაინ ჩართვა Zoom-ის აპლიკაციის მეშვეობით. სხდომის დაწყებამდე ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება Zoom-ის ბმული, საიდანაც ყველა დაინტერესებული პირი შეძლებს, ჩაერთოს სხდომას ონლაინ რეჟიმში.  

 

Join Zoom Meeting

https://us02web.zoom.us/j/89509594297?pwd=ZnpibU1qa2dpTnNKa2hzUm4wQzBOQT09

Meeting ID: 895 0959 4297

Passcode: 217515

შენიშვნა: საკითხების განხილვა მიმდინარეობს თანმიმდევრობით. შესაბამისად, მხარეების გამოცხადება მიზანშეწონილია რიგითობის გათვალისწინებით