FAQ

შეხვედრა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან

19 თებერვალი 2015


2015 წლის 9 თებერვალს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა და საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ პროფესიული საგანმანთლებლო პროგრამის განხორციელებისათვის აუცილებელი გარემოსა და საჭირო მინიმალური ტექნიკური აღჭურვილობის ნორმატივების შემუშავების პროცესთან და მასთან დაკავშირებულ საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართეს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ საჯარო და კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებებთან.


შეხვედრაზე დაწესებულებების წარმომადგენლებს მიეწოდათ ინფორმაცია მიმდინარე პროცესის მიზნების, მოსალოდნელი შედეგების, განახლებული და ახალი პროფესიული კვალიფიკაციების და მოდულური საგანმანათლებლო პროგრამების, მათი დანერგვის პირობების, ასევე ნორმატივების შემუშავების პროცესში საგანმანათლებლო დაწესებულებათა ჩართულობის ფორმატთან დაკავშირებით.

შეხვედრა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან