განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელზეც 2023 წლის მანძილზე პროფესიული განათლების ხარისხის განვითარების მიმართულებით მიღწეული შედეგები შეაჯამეს.
2023 წელს, გაეროს განვითარების პროგრამამ, პროფესიული განათლების მნიშვნელოვან კომპონენტებს დაუჭირა მხარი. მათ შორის აღსანიშნავია EQAVET სტანდარტების ინტეგრირება ავტორიზაციის სტანდარტებში, ხარისხის მართვის შიდა მექანიზმის, ეგრეთწოდებული 360 გრადუსიანი თვითშეფასების პილოტირება და კოლეჯის დირექტორის სტანდარტის შემუშავება.
მოწვეულმა პირებმა დირექტორის სტანდარტისადმი განსაკუთრებული ინტერესი გამოხატეს. სწორედ, სტანდარტის საფუძველზე მიმდინარეობს დირექტორის თვითშეფასების კითხვარის შემუშავება, რათა მათ თავად შეძლონ საკუთარი პროფესიული განვითარებისთვის საჭირო მიმართულებების განსაზღვრა.
შეხვედრას ესწრებოდნენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები. ასევე, სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საჯარო და კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებმა, რომლებიც ახორციელებენ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებს.