განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ესტონეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (ESTDEV) და უმაღლესი და პროფესიული მიმართულებით ესტონეთის რესპუბლიკის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოს (HAKA) წარმომადგენლებს უმასპინძლა.
მხარეებმა შეხვედრაზე განიხილეს 2023 წელს ესტონეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (ESTDEV) და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმებული შეთანხმების შედეგად მიღწეული ძირითადი შედეგები, რომლის მიზანს წარმოადგენდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების შიდა ხარისხის სისტემის განვითარების მხარდაჭერა საქართველოში.
ესტონეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები და მიღწეული შედეგები.
ამასთან, მხარეებმა შეხვედრაზე ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ხელს შეუწყობს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების შიდა ხარისხის სისტემის მხარდაჭერას ქვეყანაში.