14 დეკემბერს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით, ელექტრონული პლატფორმა Zoom-ის გამოყენებით გაიმართა სპეციალური განათლების (მასწავლებლის განათლება) უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს სხდომა.
აღნიშნულ სხდომაზე საბჭომ დამსწრე წევრთა ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით მხარი დაუჭირა სპეციალური განათლების (მასწავლებლის განათლება) სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დარგობრივი მახასიათებლის პროექტის ცენტრის დირექტორისთვის დასამტკიცებლად წარდგენას.