მიმდინარე წლის 18 დეკემბერს, ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით, ელექტრონული პლატფორმა Zoom-ის მეშვეობით, გაიმართა ბიომედიცინის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს მე-3 სხდომა. საბჭომ იმსჯელა გარე ინიცირების ფარგლებში წარმოდგენილი ბიომედიცინის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პროექტთან დაკავშირებით.