ინდივიდუალურ მეწარმის ფორმით რეგისტრირებული პირებს, რომლებიც ახორციელებენ ადრეული ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდებას, და გავლილი აქვთ პირველადი რეგისტრაცია რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ საქართველოს კანონითგანსაზღვრული ვალდებულების შესრულების ვადა ეწურებათ 2023 წლის 31 დეკემბერს.
ინდივიდუალური მეწარმე ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით 2024 წლის 1 იანვრამდე დააფუძნოს იურიდიული პირი კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად;
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა იწვევს კანონის ფარგლებში საქმიანობის უფლების შეჩერებას.
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ცხელ ხაზზე: 2 02 21 21