FAQ

უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს სხდომა

განცხადების ატვირთვის თარიღი: 21 დეკემბერი 2023

2023 წლის 28 დეკემბერი, 13:00 საათი      

  

დღის წესრიგი      

  

  1. სსიპ - ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის "საშემსრულებლო ხელოვნების" საბაკალავრო, "საშემსრულებლო ხელოვნების" სამაგისტრო, "საშემსრულებლო ხელოვნების" სადოქტორო და "ჯაზის ხელოვნების" საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერის აკრედიტაციის საკითხის განხილვა; 
  2. სსიპ - თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ,,სამრეწველო დიზაინის" საბაკალავრო, ,,სამრეწველო დიზაინის" სამაგისტრო, ,,მოდის დიზაინის" საბაკალავრო, ,,მოდის დიზაინის" სამაგისტრო, ,,ტექსტილის დიზაინის" საბაკალავრო და ,,ტექსტილის დიზაინის" სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერის აკრედიტაციის საკითხის განხილვა; 
  3. სსიპ - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის "ჟურნალისტიკის" საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა; 
  4. ა(ა)იპ - ჯიპა - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის „აუდიოვიზუალური ხელოვნების" საბაკალავრო  საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა. 

 

საბჭოს სხდომის ეფექტური ორგანიზებისა და შეფასების პროცესში ჩართული მხარეებისათვის მოქნილი სამუშაო პირობების შეთავაზების მიზნით, საბჭოს სხდომა ჩატარდება ონლაინ რეჟიმში, რისთვისაც ცენტრის მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება ონლაინ ჩართვა Zoom-ის აპლიკაციის მეშვეობით. სხდომის დაწყებამდე ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება Zoom-ის ბმული, საიდანაც ყველა დაინტერესებული პირი შეძლებს, ჩაერთოს სხდომას ონლაინ რეჟიმში.  

  შენიშვნა: საკითხების განხილვა მიმდინარეობს თანმიმდევრობით. შესაბამისად, მხარეების გამოცხადება მიზანშეწონილია რიგითობის გათვალისწინებით  

 

Join Zoom Meeting

https://us02web.zoom.us/j/81743778439?pwd=YXVibjZlQzhUNytybGkvbUVnMjFrQT09

 

Meeting ID: 817 4377 8439

Passcode: 251493