პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების მოდულების განხორციელებისათვის მინიმალური ტექნიკური აღჭურვილობის და სასწავლო გარემოს ნორმატივებზე მუშაობა დაიწყო

24 თებერვალი 2015


პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების მოდულების განხორციელებისათვის მინიმალური ტექნიკური აღჭურვილობის და სასწავლო გარემოს ნორმატივებზე მუშაობა დაიწყო. 

ამ მიზნით 19-24 თებერვალს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციის (GIZ) მხარდაჭერით ორგანიზება გაუკეთდა სამუშაო შეხვედრებს რომლებშიც დარგის სპეციალისტები, საჯარო და კერძო სტრუქტურების, აგრეთვე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი კერძო და საჯარო დაწესებულებების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. შეხვედრები გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში გაიმართა.

საბოლოო სახით შემუშავების შემდეგ ნორმატივები სახელმწიფო უწყებების, სოციალური პარტნიორების წარმომადგენლებით და უცხოელი ექსპერტებით დაკომპლექტებულ ჯგუფებთან გაივლიან ვალიდაციას.

ნორმატივები საფუძვლად დაედება ავტორიზაციის სტანდარტებს და საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურული განვითარების პროექტებს.

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების მოდულების განხორციელებისათვის მინიმალური ტექნიკური აღჭურვილობის და სასწავლო გარემოს ნორმატივებზე მუშაობა დაიწყო