გაცნობებთ, რომ 2024 წლის 08 იანვრიდან განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, იურიდიული პირებისთვის ხსნის ახალ სერვის ცენტრს.
იურიდიული პირების მიერ წარდგენილი კორესპონდენციის მიღება და მზა დოკუმენტაციის გადაცემა მოხდება მხოლოდ, სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 0 სართულზე გახსნილ ახალ სერვის ცენტრში.
გთხოვთ, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კომპეტენციის ფარგლებში არსებულ საკითხებზე დაგვიკავშირდეთ სამუშაო დღეებში, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00-18:00 საათამდე.
📞 ცხელი ხაზი: 2 02 21 21