2024 წლის 12 იანვარს, ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით, ელექტრონული პლატფორმა Zoom-ის მეშვეობით გაიმართა განათლების ინტერდისციპლინური უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს სხდომა, რომლის ფარგლებშიც საბჭომ იმსჯელა სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ წარმოდგენილი განათლების ადმინისტრირების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პროექტის შესახებ. შეხვედრას ასევე ესრებოდნენ მენეჯმენტისა და ადმინისტრირების უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს წევრები, რომლებმაც წარმოადგინეს რეკომენდაციები და წინადადებები დარგობრივი მახასიათებლის პროექტის გაუმჯობესების მიზნით.