საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომა

19 იანვარი 2012

საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომა გაიმართება 2012 წლის 26 იანვარს, 19:00 საათზე სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შენობაში
(მისამართი: ქ. თბილისი, მ. ალექსიძის ქ. N1, მე - 4 სართული).

დღის წესრიგი

1.    შპს - ევრაზიის ავტორიზაციის საკითხის განხილვა;
2.    ა(ა)იპ - წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის ავტორიზაციის საკითხის განხილვა;
3.    სპს - ცოდნა - ნათელა მურადაშვილის ავტორიზაციის გაუქმების საკითხის განხილვა;
4.    შპს - ნოე ჟორდანიას სახელობის არასახელმწიფო, საერო მრავალპროფილიანი ზოგადსაგანმანათლებლო კომპიუტერული საშუალო სკოლის  ავტორიზაციის გაუქმების საკითხის განხილვა;
5.    შპს - ახალი ქართული გიმნაზიის ავტორიზაციის გაუქმების საკითხის განხილვა;
6.    შპს - სკოლა - გიმნაზია ,,პირველის’’ ავტორიზაციის გაუქმების საკითხის განხილვა;
7.    შპს - ნუნუ ავაგუმაშვილის ავტორიზაციის გაუქმების საკითხის განხილვა;
8.    შპს - გურამ დევდარიანის საავტორო ფიზიკა-მათემატიკური სკოლის ავტორიზაციის გაუქმების საკითხის განხილვა;
9.    შპს - სკოლა ფენიქსის ავტორიზაციის გაუქმების საკითხის განხილვა;
10.    შპს -,,აისის’’ ავტორიზაციის გაუქმების საკითხის განხილვა.


შენიშვნა: საკითხების განხილვა მიმდინარეობს თანმიმდევრობით. შესაბამისად, მხარეების გამოცხადება მიზანშეწონილია რიგითობის გათვალისწინებით.

საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომა