FAQ

ბაღების თვითშეფასება დასრულდა !

15 იანვარი 2024

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებმა კანონით განსაზღვრული ვალდებულება შეასრულეს. 2023 წელს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში 2047 (1747 საჯარო და 310 კერძო) მოქმედმა საბავშვო ბაღმა წარმოადგინა თვითშეფასება, რაც ბაღებისთვის ფუნქციონირების გაგრძელების კანონით გათვალისწინებულ საფუძველს წარმოადგენს.  თვითშეფასებები ბაღების დიაგნოსტიკური თვითშეფასების ხელშეწყობის ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდა.

2024 წელს, თვითშეფასებების ანალიზის შედეგები საფუძვლად დაედება ბაღების ავტორიზაციის გავლის განრიგის შემუშავებას.

თვითშეფასების შედეგების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოცემულია ინფოგრაფიკში.

 

 

 

ბაღების თვითშეფასება დასრულდა !