FAQ

„გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრმა“ მომავალ სტუდენტებს უმასპინძლა

26 თებერვალი 2015



25 თებერვალს სსიპ - საზოგადოებრივ კოლეჯ „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში“ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრირებული პირებისთვის ღია კარის დღე გაიმართა.

შეხვედრაზე გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა, ქალბატონმა თამარ კაკუტიამ აპლიკანტებს მიაწოდა ინფორმაცია პროფესიული ტესტირებისა და ჩარიცხვის შემდგომი პროცედურების, დაფინანსების მოპოვებისა და სხვა საინტერესო დეტალების შესახებ.

კოლეჯის თანამშრომლებმა და პედაგოგებმა ისაუბრეს თითოეული პროფესიული პროგრამის შესახებ, აპლიკანტებს გააცნეს კოლეჯში არსებული სასწავლო პროცესი, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ლაბორატორიები და აუდიტორიები, მომავალი დასაქმების პერსპექტივები და პრიორიტეტები. აპლიკანტებს კოლეჯის სტუდენტების მიერ პროფესიული პროგრამებისა და კოლეჯში მიმდინარე სასწავლო პროცესის შესახებ შექმნილი ვიდეორგოლების ნახვის შესაძლებლობაც მიეცათ.

2015 წლის გაზაფხულის პროფესიულ ტესტირებაზე რეგისტრაციის ვადა 2015 წლის 10 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით გრძელდება. რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია კოლეჯებში, განათლების საინფორმაციო ცენტრებსა და რესურსცენტრებში.

დამატებითი ინფორმაციას გაეცანით სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge.

ან მიბრძანდით „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში“ ყოველდღე 09:30 სთ-დან 18:30 სთ-მდე, მისამართზე: ქ. თბილისი, გლდანი, ხიზანიშვილის ქ., მე-5 და მე-6 მ/რაიონებს შორის (გლდანის ახალი აუზის წინ).

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ კოლეჯის ცხელ ხაზზე:
2-140314, 570-503001

„გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრმა“ მომავალ სტუდენტებს უმასპინძლა