FAQ

ცენტრსა და USAID-ის საჯარო მმართველობის პროგრამის თანამშრომლობის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

30 იანვარი 2024

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და USAID-ის საჯარო მმართველობის პროგრამის თანამშრომლობის ფარგლებში, საჯარო მმართველობის დარგობრივი მახასიათებლის დოკუმენტის განსახილველად ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

 

სამუშაო შეხვედრას ესწრებოდა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა მარგიშვილი, ასევე, ცენტრის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის, კვალიფიკაციების განვითარებისა და იურიდიული სამსახურების წარმომადგენლები, რომლებმაც USAID-ის წარმომადგენლებთან და მოწვეულ ექსპერტებთან ერთად განიხილეს საჯარო მმართველობის ახალი დარგობრივი მახასიათებლის ძირითადი თავისებურებები.

 

შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეებმა ასევე განიხილეს საჯარო მმართველობის დარგობრივი მახასიათებლის დანერგვასთან დაკავშირებული საკითხები.

 

აღნიშნული გამოცდილება, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომლებს ხელს შეუწყობს, საჯარო მმართველობის საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერული აკრედიტაციის პროცესის ეფექტურად კოორდინირებაში.

 

 საჯარო მმართველობის დარგობრივი მახასიათებლის დოკუმენტი შეგიძლიათ იხილოთ: https://shorturl.at/pqyL7

ცენტრსა და USAID-ის საჯარო მმართველობის პროგრამის თანამშრომლობის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა