27 თებერვალს საქართველოს ბიზნეს აკადემიის ინიცატივით და საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა სამუშაო შეხვედრა საგადასახადო კანონმდებლობის საკითხებთან დაკავშირებით. შეხვედრას უძღვებოდნენ და სხვადასხვა პრობლემურ საკითხზე განმარტებებს აკეთებდნენ ცნობილი აუდიტორული კომპანიის "FMG"-ის წარმომადგენლები.
შეხვედრის ბოლოს გაიმართა "FMG" მიერ ბიზნესის აკადემიაში გახსნილი კომპიუტერული ლაბორატორიის პრეზენტაცია.
შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო კოლეჯების დირექტორები და ფინანსური სამსახურების წარმომადგენლები.
შეხვედრას ესწრებოდა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი ქალბატონი მარინა ჟვანია.
შეხვედრის მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.