განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, როგორც ასოცირებულმა პარტნიორმა ორგანიზაციამ, უმასპინძლა ევროკავშირის მიერ თანადაფინანსებული პროექტის - PROFFORMANCE+ ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრას (PLA).
სამუშაო შეხვედრაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, პროექტის 8 სხვადასხვა ევროპული ქვეყნის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, უმაღლესი განათლების ადგილობრივმა და საერთაშორისო ექსპერტებმა, საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიურმა და ადმინისტრაციულმა პერსონალმა.
ღონისძიება მიზნად ისახავდა პროექტის პარტნიორებს შორის მსჯელობის წარმართვას იმ ინსტრუმენტების, სწავლა-სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების თაობაზე, რომლებიც შემუშავდა ერთობლივი მუშაობის შედეგად. პროექტის მონაწილეების მიერ შემუშავებული ინსტრუმენტები და მეთოდები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სასწავლო და სამეცნიერო პროცესებში მათ აქტიურ გამოყენებასა და დანერგვას.
PROFFORMANCE+-ის მხარდაჭერით შემუშავებული სწავლა-სწავლებისა და შეფასების მეთოდები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://profformance.eu/en/about-profformanceplus