გაცნობებთ, რომ განახლებული სახით დამტკიცდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების თვითშეფასების ანგარიშის ქართული და ინგლისურენოვანი ფორმები (ცენტრის დირექტორის ბრძანება №319743, 27/03/2020).
განახლებული ვერსიის შესაბამისად, განხორციელდა ტექნიკური ცვლილებები ფორმებში. მაგალითად, ჩამონათვალში დაემატა 60-კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამების სრული სპექტრი. შესავსებ ცხრილებში, სტილისტურად განახლდა ინფორმაცია. ასევე, თვითშეფასების დანართების ჩამონათვალი თანხვედრაში მოვიდა ქართულ და ინგლისურენოვან ფორმებთან მიმართებაში.
ფორმების შაბლონები განთავსებულია ცენტრის ვებგვერდის შესაბამის ბმულებზე:
https://eqe.ge/ka/page/static/461/damkhmare-formebi
https://eqe.ge/en/page/static/461/damkhmare-formebi