განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი 2022 წლიდან წარმოადგენს PROFFORMANCE+ -ის პროექტში მონაწილე პარტნიორ ორგანიზაციას.პროექტის მთავარი მიზანია სწავლისა და სწავლების ხარისხის გაძლიერება რომის კომუნიკეში დაფიქსირებულ პრიორიტეტებზე (დიგიტალიზაცია, ინკლუზია, ინტერნაციონალიზაცია და მდგრადი განვითარება) ფოკუსირებით.
პროექტის ფარგლებში ტარდება 2024 წლის პირველი თემატური სემინარი. სემინარის ფარგლებში განხილული იქნება სწავლა-სწავლების პროცესში სტუდენტთა ჩართულობა, ინკლუზია. სემინარისმომხსენებლები შერჩეული არიან PROFFORMANCE -ისსწავლების საუკეთესო პრაქტიკის ბაზიდან, რომელიცმიზნად ისახავს სწავლა-სწავლების ინოვაციური მეთოდების გავრცელებას.
სწავლა-სწავლების საუკეთესო პრაქტიკის შესახებ ინფორმაციის მიღების გარდა, შეხვედრის მონაწილეებს, ასევე, ექნებათ შესაძლებლობა,გაეცნონ შეფასების ინსტრუმენტს, რომელიცშემუშავებულია პროექტის ფარგლებში.
სემინარი ჩატარდება 2024 წლის 28 თებერვალს,ონლაინ რეჟიმში, Zoom პლატფორმის გამოყენებით, ცენტრალური ევროპის დროით 14:00 საათიდან 16:00 საათამდე.
შეხვედრის სამუშაო ენა - ინგლისური.
დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ბმულს: https://profformance.eu/en/inclusion-diversity-addressing-divers-students-needs
ღონისძიებაზე დასარეგისტრირებლად ეწვიეთ ბმულს:https://tka.hu/international_events/17981/profformance-thematic-webinars
რეგისტრაციის დასრულების თარიღი: 25 თებერვალი, 2024 წელი.