FAQ

განათლების ადმინისტრირების უმაღლესი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დარგობრივი მახასიათებლის პროექტის საჯარო განხილვის სხდომა გაიმართა

15 თებერვალი 2024

მიმდინარე წლის 14 თებერვალს, ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა განათლების ინტერდისციპლინური უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს მიერ შემუშავებული  განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დარგობრივი მახასიათებლის პროექტის საჯარო განხილვის ონლაინ სხდომა.

 

საბჭომ იმსჯელა დოკუმენტის გაუმჯობესების მიზნით,  საჯარო განხილვის პერიოდში მიღებულ წინადადებებთან დაკავშირებით. 

 

სხდომას ესწრებოდნენ განათლების ადმინისტრირების საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების  წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული მხარეები. 

განათლების ადმინისტრირების უმაღლესი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დარგობრივი მახასიათებლის პროექტის საჯარო განხილვის სხდომა გაიმართა