FAQ

ცენტრმა პირველად განახორციელა უცხოეთში მოქმედი სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის პროცესის ადმინისტრირება

«მაისი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
2345678
19 თებერვალი 2024

2023 წელს, სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, მედიცინის პროგრამებზე სააკრედიტაციო განაცხადით მომართა ერევნის მხითარ ჰერაცის სახელობის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა.

 

ცენტრმა, აკრედიტაციის დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მონაწილეობით, განახორციელა წარმოდგენილი პროგრამების შეფასება ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში.

 

აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობაში ექსპერტები შედიოდნენ - დიდი ბრიტანეთიდან, უნგრეთიდან, სომხეთიდან და საქართველოდან.

 

აღსანიშნავია, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, როგორც სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) მიერ აღიარებულმა ორგანიზაციამ, პირველად უზრუნველყო უცხოეთში მოქმედი სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის პროცესის ადმინისტრირება.