განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და პროექტს - „ინოვაცია, ინკლუზიური განათლება და ხარისხის“ შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხარისხის ექსპერტებისათვის ტრენინგების ციკლი ჩატარდა.
ტრენინგებს უძღვებოდნენ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები და ადგილობრივი ტრენერები. ტრენინგების ციკლი მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით გაიმართა.
ტრენინგებს ესწრებოდნენ, განათლების ხარისხს განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა მარგიშვილი, დირექტორის მოადგილე კახაბერ ერაძე და ცენტრის ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომლები.
ტრენინგების მიზანი იყო ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხარისხის ექსპერტების პროფესიული განვითარებისა და შესაძლებლობების გაძლიერების მხარდაჭერა და მათი მომზადება საბავშვო ბაღების ავტორიზაციის პროცესის განსახორციელებლად, ახალი სტანდარტებისა და პროცედურების შესაბამისად.
ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხარისხის ექსპერტები გადამზადდნენ ოთხი მიმართულებით: კურიკულუმი, ხარისხის უზრუნველყოფა, კვების დარგი, სანიტარია და ჰიგიენა.