მიმდინარე წლის 21 თებერვალს, ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა ბიომედიცინის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს მე-7 სხდომა.
საბჭომ იმსჯელა შპს საქართველოს უნივერსიტეტის მიერ, გარე ინიცირების ფარგლებში წარმოდგენილი ბიომედიცინის/ბიოსამედიცინო მეცნიერებების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პროექტთან დაკავშირებით. აღნიშნულ სხდომაზე საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ბიომედიცნის/ბიოსამედიცინო მეცნიერებების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პროექტის ცენტრის ვებ-გვერდზე საჯარო განხილვისთვის განთავსებასთან დაკავშირებით.