FAQ

ენის დაუფლების უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს სხდომა გაიმართა

23 თებერვალი 2024

მიმდინარე  წლის   22 თებერვალს,  ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით  გაიმართა  ენის დაუფლების უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს სხდომა. საბჭომ იმსჯელა თარგმანმცოდნეობის დარგობრივი სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებული თარგმანმცოდნეობის დარგობრივი მახასიათებლის პროექტზე და მიიღო გადაწყვეტილება დარგობრივი მახასიათებლის პროექტის გაუმჯობესებისთვის წინადადებების მიღების მიზნით, დოკუმენტის ცენტრის ვებ-გვერდზე საჯარო განხილვისთვის განთავსებასთან დაკავშირებით.

ენის დაუფლების უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს სხდომა გაიმართა